აირჩიეთ სასურველი ენა:
  

                                  
ისტორიული საქართველოსაქართველო, რომელიც მდებარეობს ევროპისა და აზიის გასაყარზე, წარმოადგენს მსოფლიოს ერთ ერთ უძველეს ქვეყანას მდიდარს ისტორიული წარსულით უძველესი ქრისტიანული კულტურით და ისტორიული ძეგლებით, რომლებიც თარიღდებიან ჩვ. წ. – მდე პერიოდიდან მოყოლებული XIX საუკუნემდე. ეს არის მითებისა და ლეგენდების ქვეყანა, განთქმული თავისი მევენახეობითა და მეღვინეობით. მარშუტი გთავაზობთ დაუვიწყარ მოგზაურობას საქართველოში, რომელიც იწყება თავისი დედაქალაქის, თბილისის დათვალიერებით. შემდეგ მოგზაურობა გრძელდება მეღვინეობის ცენტრის, კახეთის მონახულებით და მთიან რეგიონებში მოგზაურობით. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ დაათვალიეროთ საქართველოს გული-ქართლი, რომელიც მდიდარია ისტორიული ძეგლებით, აგრეთვე კოლხეთის,   ოქროს საწმისის მხარე და დაასრულოთ თქვენი მოგზაურობა შავი ზღვის სანაპიროზე,   ქალაქ ბათუმში.
                                          
მითიური საქართველო მოგზაურობა გთავაზობთ შეუდარებელი შთაბეჭდილებების მიღებას საქართველოს მთიანი რეგიონების : სვანეთის, თუშეთის თუ ხევსურეთის მონახულებით. სადაც საშუალება მოგეცემათ დაათვალიეროთ მტრის მიერ აუღებელ კოშკებში განთავსებული ეთნოგრაფიული მუზეუმები ქართველი მეფეების მიერ გადანახული საგანძურების გამოფენით, 1600 დან – 2500 მეტრის სიმაღლეზე მდებარე სოფლები თვალწარმტაცი პეიზაჟებით. მოგზაურობაში შედის თბილისის აგრეთვე დასავლეთ საქართველოს ძველი დედაქალაქის – ქუთაისისა დათვალიერება, თავისი ისტორიული ძეგლებით, აღმოსავლეთ საქართველოს ყოფილი დედაქალაქისა და მევენახეობისა და მეღვინეობის ცენტრის, თელავის მონახულება.

 

მოგზაურობა ქრისტიანულ კავკასიაში ეს მარშუტი გთავაზობთ მოგზაურობას ამიერკავკასიაში – კავკასიონის სამხრეთით მდებარე 2 ქვეყანაში, რომელთაც ბევრი საერთო რამ გააჩნიათ : მდიდარი ისტორიული წარსული, არქიტექტურული ძეგლების სიუხვე, თვალწარმტაცი პეიზაჟები, მითები და ლეგენდები და რაც მთავარია  კავკასიური განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობა.  მოგზაურობა იწყება სომხეთით, ქვეყნით რომელიც მდიდარია ისტორიული წარსულით და დრამატული მოვლენებით. სომხებმა, პირველებმა მიიღეს ქრისტიანობა 301 წ. თქვენ მოგეცემათ საშუალება მოინახულოთ შესანიშნავი ქრისტიანული ეკლესიები, ძველ ხელნაწერთა მუზეუმი და აგრეთვე ერებუნის ციხე-სიმაგრის ნაშთები, რომლებიც მოწმობენ აქ ანტიკური ერებუნის სახელმწიფოს არსებობას (IX ს ჩვ. წ – მდე). შემდეგ თქვენი მოგზაურობა გრძელდება საქართველოში, მითებისა და ლეგენდების, მეღვინეობის ქვეყანაში. მარშუტი გთავაზობთ საქართველოში მოგზაურობას, დაწყებული დედაქალაქის დათვალიერებით და შემდეგ კავკასიონის მთიანი რეგიონების მონახულებით. ეწვევით საქართველოს ცენტრალური რაიონებს და კოლხეთის დაბლობის ისტორიულ ძეგლებს. შემდეგ, თქვენ ბრუნდებით აღმოსავლეთში, კახეთში - დიდებული ქართული ღვინის ქვეყანაში, რომელიც აგრეთვე მდიდარია IV – XIX – ის არქიტექტურული ძეგლებით.
 

მოგზაურობა ამიერკავკასიაში ეს მარშუტი გთავაზობთ მოგზაურობას ამიერკავკასიაში – კავკასიონის სამხრეთით მდებარე 3 ქვეყანაში, რომელთაც ბევრი საერთო რამ გააჩნიათ : მდიდარი ისტორიული წარსული, არქიტექტურული ძეგლების სიუხვე, თვალწარმტაცი პეიზაჟები, მითები და ლეგენდები და რაც მთავარია  კავკასიური განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობა. მოგზაურობა იწყება სომხეთით, ქვეყნით რომელიც მდიდარია ისტორიული წარსულით და დრამატული მოვლენებით. სომხებმა, პირველებმა მიიღეს ქრისტიანობა 301 წ. თქვენ მოგეცემათ საშუალება მოინახულოთ შესანიშნავი ქრისტიანული ეკლესიები, ძველ ხელნაწერთა მუზეომი და აგრეთვე ერებუნის ციხე-სიმაგრის ნაშთები, რომლებიც მოწმობენ აქ ანტიკური ერებუნის სახელმწიფოს არსებობას (IX ს ჩვ. წ – მდე). შემდეგ თქვენი მოგზაურობა გრძელდება საქართველოში, მითებისა და ლეგენდების, მეღვინეობის ქვეყანაში. მარშუტი გთავაზობთ საქართველოში მოგზაურობას, დაწყებული დედაქალაქის დათვალიერებით და შემდეგ კავკასიონის მთიანი რეგიონების მონახულებით. ეწვევით საქართველოს ცენტრალური რაიონებს და კოლხეთის დაბლობის ისტორიულ ძეგლებს. შემდეგ, თქვენ ბრუნდებით აღმოსავლეთში კახეთში - დიდებული ქართული ღვინის ქვეყანაში, რომელიც აგრეთვე მდიდარია IV – XIX – ის არქიტექტურული ძეგლებით. კახეთის შემდეგ, თქვენ გადაკვეთავთ საზღვარს და აღმოჩნდებით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, თვალწარმტაცი ბუნებით და შესანიშნავი აღმოსავლური ძეგლებით : მოინახულებთ შაჰების სასახლეებს, მავზოლეუმებს და მეჩეთებს, რომლებიც თარიღდებიან XII – XIII ს. ამავე დროს თქვენ საშუალება მოგეცემათ დაათვალიეროთ ნავთობის მომპოვებელი საბადოები, ტალახის ვულკანები, მიწის მონაკვეთები სადაც მუდმივად გიზგიზებს მიწისქვეშ არსებული ბუნებრივი გაზისაგან გამოწვეული ცეცხლი.